LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელის ქუჩებს ელექტრო ურიკებით დაასუფთავებენ

106
litterhog-pro-1

ბელგიის დედაქალაქის ცენტრში სპეციალური ელექტრული სატვირთო ურიკები გამოჩნდა, რომლებიც ქუჩების ნარჩენებისგან გასაწმენდად გამოიყენება. კომპაქტური მანქანები შექმნილია იმისათვის, რომ ქუჩების დასუფთავება უფრო ეფექტური და ეკოლოგიური გახდეს. სიახლის შესახებ ALamy.com წერს.

საინტერესოა, რომ დასუფთავების ახალი ურიკები უკვე წარმატებით გამოიყენება ევროპის რამდენიმე ქალაქში – მათ შორის როტერდამში (ნიდერლანდები) და გენტში (ბელგია).
ისინი არ წარმოქმნიან მავნე გამონაბოლქვს და პრაქტიკულად უხმაუროდ მუშაობენ.
დიდი ნაგვის მანქანებისგან განსხვავებით, ეს კომპაქტური ქმნილებები მარტივად მანევრირებენ ვიწრო ქუჩებსა და ხეივნებში, ასევე შეუძლიათ მიაღწიონ ნაგვის ურნებამდე ქვეითთა ზონებშიც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიული ცენტრისთვის, სადაც ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.

ურიკების გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე 17 კმ/სთ-ს არ აჭარბებს. ქვეითების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ისინი აღჭურვილია მანათობელი მაშუქებით.
ამჟამად ქალაქში ოთხი ასეთი მოწყობილობა მუშაობს, ხოლო მეხუთე – რომელსაც წნევით რეცხვის ფუნქციაც აქვს – მალე დაიწყებს ოპერირებას.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ამსტერდამშიც დაიწყო პირველი ელექტრონული საწმენდი მანქანების გამოყენება, რომლებიც ძველ, დიზელზე მომუშავე მოდელებს ჩაანაცვლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები