LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელში სახლების სახურავებზე ქარის გენერატორები დააყენეს

115
55e21a4b-belgaimage-58948540-102

ბრიუსელში დაიწყეს კომპაქტური ქარის გენერატორების დატესტვა, რომელთა დამონტაჟებაც შენობების სახურავებზეა შესაძლებელი. სიახლის შესახებ Brussels Times წერს.

სპეციალური მოწყობილობა ადგილობრივმა სტარტაპმა შეიმუშავა. გენერატორი ქარის ტალღებს იჭერს, ეს ტალღები კი ბრიუსელის განსაკუთრებული კონსტრუქციის გამო ძალიან ხშირად წარმოიქმნება. ტექნოლოგია ელექტროენერგიის წარმოებას წლის ნებისმიერ დროს ხდის შესაძლებელს.

პირველი გენერატორი უკვე დაამონტაჟეს ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავზე. ეს გენერატორი საკმაოდ ჩუმად მუშაობს, არც ვიბრაცია აქვს, ამიტომ მაცხოვრებელთა სიმშვიდე ნამდვილად არ დაირღვევა.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიის დატესტვას უახლოს მომავალში ბელგიის მთელ ტერიტორიაზე აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები