LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუკლინ ბექჰემი დიზაინერი ხდება

137

ვიქტორია ბექჰემის 19 წლის ვაჟი ბრუკლინი, დიზაინერობას გეგმავს და BoohooMan-თან 2,5 მილიონიანი კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადება. თავის სადებიუტო კოლექციას ბრუკლინი პოპულარული ონლაინ მაღაზიისთვის შექმნის, სავაჭრო ნიშანი Boohoo სწრაფად იზრდება და პირველი ხუთი თვის განმავლობაში მისმა მოგებამ თითქმის 200 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბრუკლინისის მშობლებიც მჭიდროდ არიან მოდის სამყაროსთან დაკავშირებული, გასულ წელს ვიქტორიამ ამერიკული სუპერმარკეტების ქსელ Target-ისთვის საკუთარი მეტად ხელმისაწვდომი ხაზი Victoria-ს სახელწოდებით გამოუშვა, დევიდ ბექემი კი H&M-ისთვის მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბრუკლინი დევიდ და ვიქტორია ბექემების უფროსი შვილია, მან ნიუ-იორკში, პარსონსის დიზაინერული სკოლის ფოტოგრაფიის კურსი დაამთავრა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წარმატებულ სარეკლამო კომპანიასთან ითანამშრომლა ფოტოგრაფიას დიზაინერობა არჩია და მოდის ინდუსტრიაში დამკვიდრებას აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები