LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუკლინ ბექჰემის სკანდალური განცხადებების შემდეგ, მედიაში ნიკოლა პელტცის „გაქვავებული სახის“ ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

2377
page

ბექჰემების ოჯახში დაძაბულობა პიკს აღწევს. ახლახან ბრუკლინ ბექჰემმა დუმილი დაარღვია და „ინსტაგრამ სთორიში“ მშობლებთან, დევიდ და ვიქტორია ბექჰემებთან დაპირისპირებას ვრცელი მიმართვით შეეხო, რითაც საბოლოო ახადა ფარდა დრამატულ კონფლიქტს.

„ჩემი ოჯახისთვის საჯარო პოპულარიზაცია ყველაფერზე მაღლა დგას. მთელი ჩემი ცხოვრება მშობლების კონტროლის ქვეშ ვიყავი“ – ბრუკლინ ბექჰემმა მშობლებს განაჩენი გამოუტანა – სკანდალური განცხადება

„ჩემი ოჯახისთვის საჯარო პოპულარიზაცია და რეკლამები ყველაფერზე მაღლა დგას. ბრენდი „ბექჰემი“ პირველია. „ოჯახური სიყვარული“ კი იზომება იმით, თუ რამდენს აქვეყნებ სოციალურ ქსელში ან რამდენად სწრაფად ტოვებ ყველაფერს, რათა ოჯახურ ფოტოსესიაზე პოზირება შეძლო“, – წერს ბექჰემების უფროსი ვაჟი.

ყოველივე ამის ფონზე, მედიაში ვირუსულად გავრცელდა საარქივო ვიდეო, რომელიც 2023 წლით თარიღდება.

ბექჰემების Netflix-ის დოკუმენტური სერიალის პრემიერაზე, ნიკოლა აშკარად დაუფარავ უკმაყოფილებას გამოხატავდა მეუღლის ოჯახთან ფოტოების გადაღებაზე.

კადრებში ჩანს, როგორი გაქვავებული სახითა და სიძულვილით აღსავსე მზერით უცქერს პელტცი დედამთილს, ვიქტორიას, ამ დროს კი ბრუკლინი სიტუაციის დაბალანსებას ცდილობს.

ტატუთი გაკეთებული კომენტარი – ნიკოლა პელტცი ბექჰემების სკანდალის ფონზე ფოტოს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები