ბექჰემების დიდი ოჯახი პარიზში, „მოდის კვირეულზე“ შეიკრიბა. რამდენიმე დღის წინ ვიქტორიას ბრენდის, 2025 წლის გაზაფხული/შემოდგომის კოლექციის ჩვენება გაიმართა.
აღსანიშნავია რომ დედის და დედამთილის მხარდასაჭერად ბრუკლინი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელტცი მივიდნენ. ამ დღეს ბრუკლინმა მამის საკულტო „ლუქის“ გამეორება გადაწყვიტა და ტყავის შარვალსა და ქურთუკში გამოეწყო.
რაც შეეხება მილიარდერ ნიკოლას. მას თეთრი, სხეულზე მომდგარი კომბინეზონი ამშვენებდა.