LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუკლინ ბექჰემმა ქლოე მორეცს Playboy-ს მოდელთან უღალატა (ფოტო)

110

ბრუკლინ ბექჰემმა და ქლოე მორეცმა რომანი რამდენიმე თვის წინ აღადგინეს და ერთი შეხედვით მათ ურთიერთობაში სრული ჰარმონია სუფევდა. თუმცა, ამ დღეებში, დევიდ ბექჰემის უფროსი ვაჟიშვილი პაპარაცებმა Playboy-ის მოდელთან კოცნის დროს გადაიღეს.

19 წლის ბრუკლინი და 20 წლის ლეკსი ვუდი დასავლეთ ჰოლივუდის ერთ-ერთ ტატუ-სალონში გადაიღეს. მასში ახალგაზრდა ბექჰემი არამარტო ვუდთან ატარებდა დროს, არამედ მორიგი სვირინგიც გაიკეთა. როდესაც ისინი ფოტოგრაფები შენიშნეს, მათ მოფარვა სცადეს, თუმცა შესსაბამისი ფოტოები უკვე მთელს ინტერნეტში გავრცელდა.

ბრუკლინს ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია. ქლოემ კი დუმილი შემდეგი სახით დაარღვია: მან გამოაქვეყნა კარდი ბის სიმღერა “Be carefully”, რომელიც შემდეგი შინაარსის ტექსტს შეიცავს: “მე შენ ყველაფერი მოგეცი… გული მერევა შენზე… მტკივა, რომ ასე მძულხარ…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები