LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუნეის პრინცისა და სულთნის შვილიშვილის ათდღიანი მდიდრული ქორწილი დასრულდა

347
ბრუნეის პრინცი

ბრუნეის პრინცი აბდულ მატინ კოლეახი დაქორწინდა. ყველაზე ,,ცხელ პრინცად” წოდებული მონარქის რჩეული მისივე მრჩევლის, სულთან პეხინ ისას შვილიშვილი გახდა. ქორწილის ცერემონია უჩვეულოდ ხანგრძლივი, ათდღიანი იყო და ის პროტოკოლის სრული დაცვით ჩატარდა.

ქორწილის დღეებში ახალი პრინცესა ბრწყინავდა საქორწილო კაბაში, რომელსაც ეროვნული დეტალები და თვლები ამშვენებდა. კაბას კი ალამაზებდა შლეიფი, რომელიც ოქროს ორნამენტებით იყო გაფორმებული. ანსამბლს ასრულებდა გვირგვინი ბრილიანტის თვლებითა და სამკაულებით.

ქორწილის ათდღიანი ცერემონიალი დიდი მიღებით დასრულდა, რომელსაც 1877 ოთახიან სასახლეში უმასპინძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g