LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BTS „გინესის რეკორდების დიდების დარბაზში“ შივიდა

104
page

სამხრეთ კორეული ბოიბენდი, BTS წლების განმავლობაში დამყარებული 23 რეკორდით, „გინესის მსოფლიო რეკორდების დიდების დარბაზში“ შეიყვანეს. აღსანიშნავია, რომ კოლექტივის სახელი გინესის რეკორდების წიგნის 2022 წლის გამოცემაში ჩაიწერება.

BTS-მა Aerosmith-ის 23-წლიანი რეკორდი მოხსნა

„ბენდს 23 მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული, რაც მას გინესის რეკორდების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად აქცევს“, – წერია „გინესის მსოფლიო რეკორდების დიდების დარბაზის“ ვებგვერდზე.

ცნობისთვის, მათმა უკანასკნელმა ნამუშევარმა  Butter, კოლექტივს ხუთი რეკორდი მოუტანა. კლიპის პრემიერას იუთუბზე ერთდროულად ყველაზე მეტმა, 3,9 მილიონმა ადამიანმა ნახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები