სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS კომპოზიციაზე Black Swan ახალ, ალტერნატიულ ვიდეოს ავრცელებს, აღნიშნული კომპოზიცია მუსიკალური კოლექტივის ალბომის, Map Of The Soul სინგლია.
კლიპში მოქმედება ლოს-ანჯელესის ბროდვეის თეატრში ვითარდება. ნამუშევარში მოცეკვავეთა გუნდი MN Dance მონაწილეობს.
ვიდეო 4 მარტს დაიდო და მას უკვე 21,796,296 ნახვა აქვს, შესაძლოა, აშნიშნული ნამუშვრით მუსიკალურმა კოლექტივმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყაროს.