ბოლო პერიოდში, სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS გულშემატკივრებს ახალი ნამუშევრებით საკმაოდ ხშირად ანებივრებს. სულ ცოტა ხნის წინ, ბოიბენდმა ახალი ნამუშევარი გაავრცელა, რომელმაც სულ მოკლე დროში უამრავი ნახვა დააგროვა.
BTS კომპოზიციაზე Black Swan ახალ ვიდეოს ავრცელებს
კლიპში მოქმედება ლოს-ანჯელესის ბროდვეის თეატრში ვითარდება
ახლა კი მუსიკალური კოლექტივი ახალ რეკორდს ამყარებს, საუბარია „ბილბორდის“ მსოფლიო ჩარტის შესახებ. BTS პირველი ჯგუფია, რომელმაც გამოცემის, მსოფლიო ციფრული სიმღერების ჩარტში მოხვედრა, 108-ჯერ მოახერხა. ბოლო მონაცემებით, 25-ადგილიან ჩარტში ბენდის 21 ნამუშევარია შესული.