LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბა ხოტივარის შვილი:”თავს როგორ ვაპატიო არ ვიცი, ბოლო სიტყვაც ვერ გავცვალე. ამ ვირუსმა ყველაზე ცუდი, რაც ქნა ვერ ვემშვიდობებით ადამიანებს”

3890
BeFunky-collage (10)

კორონავირუსმა მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და თითოეული ამ ადამიანის დანაკარგი პირად ტრაგედიასთან და მისი გარშემომყოფების ტკივილთანაა დაკავშირებული.

სწორედ ამ მტკივნეულ თემას მიეძღვნა გადაცემა “ექიმები”, რომლის ანონსში შვილები საკუთარ განცდებზე ჰყვებიან.

მათ შორის ერთ-ერთი ლევან ხოტივარია, რომლის მამა, ცნობილი კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი კორონავირუსმა იმსხვერპლა.

“მამა ძალიან ფრთხილობდა, თავშეყრის ადგილებს ერიდებოდა, ყველგან სულ პირბადით დადიოდა. ერთ დღესაც კოვიდით გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი და გადაწყვიტა, პანაშვიდზე წასულიყო.

ჩვენ ყველა ვთხოვდით, ვეხვეწებოდით, არ წახვიდე, მაგრამ ეს სიტყვები ახლაც ჩამესმის ყურში – მითხრა, ბოლო გზაზე მეგობარი როგორ არ გავაცილოო. ეს საბედისწერო ამბავიც აღმოჩნდა.

ერთმა არასწორმა ნაბიჯმა გამოიწვია მამას დაინფიცირება… არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია. თავისივე, ბოლო სცენარის გადაღებისთვის ემზადებოდა. ბევრი გეგმები ჰქონდა და სიცოცხლით სავსე იყო.

რომ ველაპარაკებოდით, თვითონ ხუმრობდა ძალიან, მედპერსონალთანაც. არ ჩამოუყრია ყურები.

რომ მეუბნებოდნენ, რომ დამძიმდა, სერიოზულად ვერ აღვიქვამდი, დარმწუნებული ვიყავი, რომ დაბრუნდებოდა. ყველაზე რთული იყო ბოლო დღეები, კონტაქტის საშუალება არ გვქონდა, ექიმმა ჩამოართვა ტელეფონი. მთელი თბილისის რეკავდა და ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავსო საუბარშიო.

ვეღანაირი კონტაქტი ვერ დავამყარე მამასთან, თავს როგორ ვაპატიო არ ვიცი. ვერ ვნახე ადამიანი, ვერც ბოლო სიტყვა ვერ გავცვალე. ამ ვირუსმა ყველაზე ცუდი, რაც ქნა ვერ ვემშვიდობებით ადამიანებს”.- ამბობს ლევან ხოტივარი.

ცნობილი კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი 7 მაისს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g