ბუბა კიკაბიძე უკრაინულ არხს ჩაერთო პირდაპირ ეთერში და უპასუხა წამყვანის კითხვას, რატომ არ უჭერს საქართველოს ხელისუფლება მხარს უკრაინას რუსეთთან ომში მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი სოლიდარულია უკრაინელების მიმართ:
„კარგია, რომ საქართველოში ხალხი ცალკეა და ხელისუფლება – ცალკე, რადგან ჩვენ პრორუსი მთავრობა გვყავს. ახლა მინდა, ვადღეგრძელო უკრაინა, დიდება უკრაინას!..
ქართველ ხალხს ძალიან უნდა, რომ ეს სიტუაცია შეცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოდის, დიდხნიანი საუბრის თემაა. ჩვენთან ფინალი იქნება ვადამდელი არჩევნები, ხოლო უკრაინაში – ამ საზარელ ომს უკრაინელები მოიგებენ და ძალიან მალე ყველაფერი დასრულდება.
ქედს ვიხრი უკრაინელი ხალხის გმირობის წინაშე. მხოლოდ მე კი არა, მთელი მსოფლიო. თქვენ აკეთებთ იმას, რაც შესაძლებელია და რაც შეუძლებელი. თქვენ იბრძვით არა მხოლოდ თქვენი თავებისთვის, არამედ ევროპისთვისაც“
სვეტლანა ალექსიევიჩი: „პუტინი ჩვენი შეცდომის შედეგია… ჩვენი ბრალია… შედეგად მივიღეთ ურჩხული!..“