LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბა კიკაბიძე: თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა

322
BeFunky-collage (1)

თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა, – ამის შესახებ ბუბა კიკაბიძემ რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საუბარი უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და პუტინის ომით გამოწვეულ პრობლემებს შეეხო. ციხის დატოვების შემდეგ ბუბა კიკაბიძემ განცხადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გააკეთა და თქვა, რომ მას ისევ ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება.

„უკრაინაზე ვილაპარაკეთ. ჩვენი პარლამენტი ელოდება მოიგებს თუ არა პუტინი კიევში. თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა, იმიტომ რომ უპატრონობაა“,- აღნიშნავს ბუბა კიკაბიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g