LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბა კიკაბიძე ზელენსკისთან დარეკვას გეგმავს: მე ხვალიდან დავიწყებ რეკვას, მან ეკრანიდან თქვას მიშაზე რასაც ფიქრობს 

532
kikabidzr

ცნობილია, რომ მომღერალი ბუბა კიკაბიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგება. ამჯერად კი, მომღერალი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას მისთვის მხარდაჭერას, თავად კი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დარეკვას და სააკაშვილის საკითხზე საუბარს გეგმავს.

„ძალიან მძიმედ არის ჩვენი მესამე პრეზიდენტი, რომელსაც რატომღაც იმას არ უხსენებენ, რომ წუმპიდანა მოიყვანა ჩვენი რესპუბლიკა, მთელ მსოფლიოს ალაპარაკებდა ჩვენზე. მარტო რაღაც საზიზღრობებს გვიყვებიან ეკრანიდან. მე ვთვლი, თუ სასწრაფოდ არ წაიყვანეს ევროპაში, შეიძლება ეს ძალიან ცუდად დამთავრდეს, მერე ძალიან გვიან იქნება, აქ შეიძლება ისეთი რამე მოხდეს. მე ღმერთის მადლობელი ვარ რომ მაგის მეგობარი ვარ და მაგაზე შემიძლია ვილაპარაკო. ასეთი პოლიტიკოსები 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან, მით უმეტეს პატარა ქვეყნებში. ყველას მოვუწოდებ, დავუდგეთ ჩვენ მესამე პრეზიდენტს და იქნებ ჩვენმა მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გაუშვან ევროპაში სამკურნალოდ“, – ამბობს კიკაბიძე.

კითხვაზე, როდის შეიძლება ზელენსკისთან საუბარი და რის თქმას აპირებს უკრაინის პრეზიდენტთან, ბუბა კიკაბიძე ასე პასუხობს:

„იქ არის საშინელი ომი, რამდენად გავალ სატელეფონო ხაზზე, აიღებს თუ არა, ეცლება თუ არა ამისთვის, ცოტა ისეთი საკითხია, მე ხვალიდან დავიწყებ რეკვას,  მაგრამ არ ვიცი როგორ დამთავრდება. ჩემი მიზანია, მან ეკრანიდან თქვას მიშაზე რასაც ფიქრობს“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ „TV პირველის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g