LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბა კიკაბიძის პასუხი ყველა რუსეთუმის შეტევაზე მისი სიმღერაა – მიხეილ სააკაშვილი

194
BeFunky-collage - 2020-10-03T124621.896
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ “ბუბა კიკაბიძე მთელმა საბჭოთა რუსეთის თაყვანისმცელთა ბრიგადამ ჩვენს სიაში მტრის აგენტად და ოკუპანტის წარმომადგენლად გამოაცხადა”.
როგორც სააკაშვილი წერს, ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს სავიზიტო ბარათია.
“ბუბა კიკაბიძე მთელმა საბჭოთა რუსეთის თაყვანისმცელთა ბრიგადამ ჩვენს სიაში მტრის აგენტად და ოკუპანტის წარმომადგენლად გამოაცხადა.
ადამიანს ზუსტად ის უნდა დააბრალო, რაც არ არის – ეს მათი საყვარელი ხელწერაა! ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის არ არის მხოლოდ მომღერალი და მსახიობი, უფრო მეტიც, ის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე, კარგი გაგებით პოლიტიკოსი და, რაც მთავარია,
დიდი ქართველი პატრიოტია.
ბუბა კიკაბიძის პასუხი ყველა რუსეთუმის შეტევაზე მისი სიმღერაა, რომელიც 2008 წელს დაწერა და რომლითაც ის რუსეთის ე.წ. ლიბერალურ შემოქმედებით ინტელიგენციას საბოლოოდ გაემიჯნა”,- წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქში.
შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიის პირველი ნომერი მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g