ბუჩაში გარდაიცვალა 2 მძიმედ დაჭრილი ბავშვი, რომელთა გადაყვანის საშუალება ოკუპანტებმა არ მისცეს. ამ ინფორმაციას გამოცემა Unian ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც Unian წერს, 3 დაჭრილი ბავშვის გადაყვანას გუშინდელი ღამიდან გეგმავდნენ, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ვერ მოახერხეს პაციენტებამდე მისვლა, ვინაიდან რუსები სროლას არ აჩერებდნენ.
ექიმების თქმით, კიდევ ერთ ბავშვს კლინიკაში ამ დრომდე ელოდებიან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.
