LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში პირველი ეჭვმიტანილის ვინაობა იდენტიფიცირებულია

344
სერგეი კოლოცეი

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, კიევის ოლქში, ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში პირველი ეჭვმიტანილის ვინაობა იდენტიფიცირებულია.

როგორც ვენედიქტოვა Facebook-ზე წერს, ეჭვმიტანილი რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის მეთაური, სერგეი კოლოცეია.

რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე 5 600 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და უკვე იდენტიფიცირებულია 500 ეჭვმიტანილი: ირინა ვენედიქტოვა

„ბუჩის პროკურატურამ და პოლიციელებმა დაადგინეს, რომ ბუჩაში, 18 მარტს სწორედ ამ სამხედრო მოსამსახურემ მოკლა ოთხი შეუიარაღებელი მამაკაცი

გამოძიების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ კოლოცეი 29 მარტს აწამებდა და აიძულებდა კიდევ ერთ მშვიდობიან მოქალაქეს, რომ რუსული ჯარის წინააღმდეგ ბრძოლა ეღიარებინა. მან ჩაიყვანა პროუკრაინულად განწყობილი მოქალაქე სარდაფში, სადაც სცემდა ხელებით და ავტომატით. შემდეგ ის გაჰყავდათ თითქოს მოსაკლავად და ყურთან ისროდნენ იარაღს, რათა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ემოქმედათ”, – თქვა ვენედიკტოვამ.

ვენედიქტოვამ აღნიშნავს, რომ მსხვერპლის დაშინებისთვის, მას აიძულებდნენ დაეყნოსა ადამიანის ცხედრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები