LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუჩუკური: „ლგბტ პროპაგანდა რომ „დაგუგლოთ“, ამოგიგდებთ „ქართულ ოცნებას“ – მოვუწოდებ ოპოზიციას, ნუ ემალებიან ამ თემას, მოგვეხმარეთ, ბავშვების ზეგავლენისგან დაცვის საკითხი „ოცნებამ“ მანიპულირების თემად არ გახადოს“

156
ანა ბუჩუკური

„ლგბტ პროპაგანდა რომ „დაგუგლოთ“, ამოგიგდებთ „ქართულ ოცნებას“, მათ დროშას ცისარტყელას დროშასთან ერთად და მამუკა მდინარაძესს, როგორც ლგბტ პროპაგანდისტს“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

აღნიშნულით ბუჩუკური ჟურნალისტებთან საუბრისას, „ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ ახალ კონსტიტუციურ პროექტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ისინი [პარტია „გახარია – საქართველოსთვის] ამ განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ბავშვების წინააღმდეგ მიმართული ყველა პროპაგანდა ცუდია.

მეგრელიშვილი: „ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, არის აბსურდი და ადამიანის უფლებების შემზღუდავი – ადამიანს აქვს სრული უფლება თავის სხეულს როგორც უნდა ისე მოექცეს“

როგორც დეპუტატმა განაცხადა, „ქართულ ოცნებას“, არ უნდა მიეცეს უფლება, რომ „ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვა გამოიყენოს პირადი, პარტიული, წინასაარჩევნო მიზნებისთვის ინსტრუმენტად“:

„სხვებისგან განსხვავებით ჩვენ პირველივე დღეებიდან გამოვთქვით მზაობა, რომ ამ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, ბავშვების წინააღმდეგ მიმართული ყველა პროპაგანდა ცუდია.

ბავშვები ამ ქვეყანაში მავნე ზეგავლენისგან დასაცავები არიან – ეს ერთი მიზანი და მეორე მიზანი, რა თქმა უნდა „ქართულ ოცნებას”, როგორც მთავარ ლგბტ პროპაგანდისტს ქვეყანაში, არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვა გამოიყენოს პირადი, პარტიული, წინასაარჩევნო მიზნებისთვის ინსტრუმენტად.

ასევე ნახეთ

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა, რომელზეც დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

მე ასევე საზოგადოებას გავახსენებ, ახლა „ოცნების” მეგობარი რომ არის და წარსულში სააკაშვილის ახლო მეგობარი იყო, ორბანმა მსგავსი ინიციატივა როგორი მანიპულაციებისთვის გამოიყენა თავს დროზე საარჩევნოდ, ძალიან კარგად ვიცით.

მანჯგალაძე: „ქართული ოცნება“ 2000-წლოვან ქრისტიანულ ქვეყანას ეუბნება, რომ „ჩვენ თუ არ დაგიცავით, გარყვნილება წაგლეკავთ“ – ეს პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლების პიარი“

მეტსაც გეტყვით, მე პირადად მოვუწოდებდი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც, ნუ ეშინიათ და ემალებიან ამ თემას. კოლეგებო, მოგვეხმარეთ, რომ ბავშვების ზეგავლენისგან დაცვის საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ არ გახადოს მანიპულირების თემად.

დღეს ყველაზე მეტად პროპაგანდისტი არის „ქართული ოცნება”, პერსონალურად, მამუკა მდინარაძე. Google ყველაზე საძიებო სისტემაა და ლგბტ პროპაგანდა რომ „დაგუგლოთ“, ამოგიგდებთ „ქართულ ოცნებას“, მათ დროშას ცისარტყელას დროშასთან ერთად და მამუკა მდინარაძეს, როგორც ლგბტ პროპაგანდისტს”. – განაცხადა ბუჩუკურმა.

„მიგვაჩნია, რომ ქართველ ხალხს დაცვა არ სჭირდება იმისგან, რომ პროპაგანდამ ტვინი არ აუმღვრიოს და უცბად კაცს კაცი შეუყვარდეს და ქალს – ქალი“ – იაგო ხვიჩია

mazda magti 5g