LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუჩუკური სააკაშვილის პროცესზე – გვეუბნებიან, რომ ერთი ადამიანის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს? ამას ამბობს ხელისუფლება, რომლის ქვეყნის 20 % ოკუპირებულია?

59
ანა ბუჩუკური

პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრი ანა ბუჩუკური მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს ეხმიანება და აცხადებს, რომ პატიმარს აქვს უფლება, თავისი საქმის განხილვას დაესწროს.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა

ბუჩუკურის თქმით, სახელმწიფო უწყებების მიმართ ნდობა იმდენად დასუსტებულია, რომ სრულ ჭეშმარიტებასაც რომ ამბობდნენ, საზოგადოებაში მაინც უნდობლობას იწვევენ:

“სახელმწიფო უწყებების მიმართ ნდობა იმდენად დასუსტებულია, რომ ვინც უნდა აფასებდეს არსებულ მდგომარეობას, სრულ ჭეშმარიტებასაც რომ გვეუბნებოდნენ, საზოგადოებაში უნდობლობას მაინც იწვევენ, რაც დიდი პრობლემაა და ეს არ ეხება მხოლოდ სააკაშვილს.

რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე მის დასწრებას, პატიმარს აქვს უფლება, მისი საქმის განხილვას დაესწროს. ხელისუფლების მხრიდან დამაჯერებელი პოზიცია არ მომისმენია, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფენ პატიმარს ამ უფლებით. თუ არგუმენტია, რომ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების პრობლემა არსებობს, ანუ, რას გვეუბნებიან, ერთი ადამიანის ან ერთი შენობის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს? ამას ამბობს ხელისუფლება, რომლის ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული? რა თქმა უნდა, მათი პასუხი ჩემთვის მისაღები არ არის.” – თქვა ბუჩუკურმა.

შეგახსენებთ, დღეს საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის მორიგი პროცესი – ე.წ. პიჯაკების საქმეზე გაიმართა.

პროცესს არ ესწრებოდა თავად მიხეილ სააკაშვილი.

magti 5g