LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბუდუ, შვილო, პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით, ლოზუნგებზე ნუ წამოეგები ან კანონი წაიკითხე და გვითხარი რა არ მოგწონს“ – შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს მიმართავს

338
ბუდუ ზივზივაძე, შოთა ხაბარელი

პარლამენტის უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, ბუდუ ზივზივაძეს მიმართავს იმ პოზიციის დაფიქსირების გამო, რომელიც სპორტსმენმა გუშინ გაავრცელა სოციალურ ქსელში და ამ ფორმით გამოეხმაურა თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს.

ბუდუ ზივზივაძე: „ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა … არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს”


„ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდისმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში.

პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. ან კანონი წაიკითხე და გვითხარი რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ.

„დიდი ბულინგი მიმდინარეობს სპორტსმენებზე, ძალიან ბევრი ვეცადე ამერიდებინა მათთვის ეს ზეწოლა – საქართველოში თურმე მიუღებელია რაღაც და გერმანიაში, საფრანგეთსა და ამერიკაში დასაშვებია“ – ყაველაშვილი

ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს კითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…“

ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის…

Posted by შოთა ხაბარელი on ხუთშაბათი, 02 მაისი, 2024

ცნობისთვის, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი ჩაკვეტაძის შემდეგ, საქართველოში მიმდინარე აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთელებმა, გიორგი ქოჩორაშვილმა და გიორგი ქვილითაიამაც.

გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი: „დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას… არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია, მე ვარ საქართველო”

magti 5g