გუშინ, EURO 2024-ის ფარგლებში ესპანეთთან გადამწყვეტი მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
საკუთარ ემოციებზე ისაუბრა ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც გამართული მატჩის მეორე ტაიმის მიწურულს ესპანეთს მეტოქეობა გაუწია.
დასმულ კითხვაზე, როგორი გრძნობა იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ფეხი პირველად შედგი, ზივზივაძემ უპასუხა:
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა იმიტომ, რომ ჩვენ პატარები გვიყურებენ და იმ თვალებით, რითაც გვიყურებენ, აუცილებლად წინ წავალთ“ – გიორგი ქოჩორაშვილი
„ვიცით, რამხელა ტურნირზეც ვთამაშობთ. აქამდე მოვედით იმ შრომით, იმ თავდადებით, იმ ტალანტით, რაც ჩვენ გვაქვს…“ – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ქოჩორაშვილმა განაცხადა.
„ძალიან დიდი სიამაყე და ბედნიერება ვიგრძენი. იმიტომ, რომ 30 წლის ასაკში მომეცა საშუალება ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა, ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ჩემთვისაც ძალიან დიდი ბედნიერებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაზე დავმარცხდით, ჩემთვის ძალიან სასიხარულო და ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა“. – თქვა ბუდუ ზივზივაძემ.
„ეს დასასრული არაა… ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ – გიორგი მამარდაშვილი