LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუდუ ზივზივაძემ სეზონი გოლით დაასრულა

150
ბუდუ ზივზივაძე

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში „ელვერსბერგს“ დაუპირისპირდა და სეზონის ბოლო შეხვედრა 3:0 მოიგო.

34-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩამდე ქართველი თავდამსხმელის გუნდმა ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი დაკარგა და მხოლოდ ის ირკვეოდა, საბოლოოდ, რომელ ადგილზე გავიდოდა.

საბოლოოდ, „კარლსრუემ“ 55 ქულა დააგროვა და სეზონი მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე დაასრულა. ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა (პლუს ერთი საგოლე პასი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები