კომპანია Bugatti-მ კალიფორნიის ავტოშოუზე ახალი მოდელი წარადგინა. სიახლეს Bugatti Centodieci ეწოდება და ის ლიმიტირებული რაოდენობით, მხოლოდ 10 ცალი გამოვა. სპორტქარის ღირებულება 9 მილიონი დოლარი იქნება.
ავტომობილის ვიზუალი საკმაოდ აგრესიული გამოვიდა და მის შექმნაზე ცნობილი დიზაინერი კარლო განდინი ზრუნავდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ მასვე ეკუთვნის Lamborghini Countach-ის მოდელიც.
ფრანგული ავტომწარმოებელი რომ ავტომობილებს მხოლოდ მდიდრებისთვის ქმნის ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. წარსულში ბრენდს მხოლოდ ერთი მანქანაც კი გამოუშვია და მისი ანალოგი აღარც შექმნილა.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილიც სწორე Bugatti-ს ეკუთვნის. La Voiture Noire-ის ფასი რეკორდული 19 მილიონი დოლარია და ისიც მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არსებობს.