LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti Chiron-ი Veyron-ზე ეკონომიური აღმოჩნდა

75

აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) ჰიპერქარ Bugatti Chiron-ის საწვავის ხარჯი შეამოწმა. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად გაზრდილი სიმძლავრისა, 1 500 ცხენის ძალის მქონე მოდელი თავის წინამორბედზე, Veyron-ზე უფრო ეკონომიურია. კომბინირებულ ციკლში საწვავის ხარჯი ას კილომეტრზე 21,38 ლიტრია. საიტზე კი თავად მწარმოებელს 22,5 ლიტრი უწერია.

EPA-ს მონაცემებით, ქალაქში მოძრაობისას Chiron ას კილომეტრზე 26,13 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ხოლო ტრასაზე ას კილომეტრზე 16,8 ლიტრი საწვავი სჭირდება.

ამ მაჩვენებლებით გამოდის, რომ Chiron-ი ვეირონზე უფრო ეკონომიურია.

აშშ-ში იმისათვის რომ ჰიპერქარით 40 კილომეტრი გაიარო, საწვავში 6,26 დოლარია საჭირო, ხოლო Veyron-ით იგივე მანძილს შვიდი დოლარის საწვავი სჭირდება.

Bugatti Chiron აღჭურვილია რვაცილინდრიანი W16 ტურბირებული ძრავით. ნულიდან ას კილომეტრს კი 2,5 წამში კრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები