LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti-მ „ოქროს“ Chiron Super Sport სულ ხელით მოხატა

113
02 BUGATTI CSS Golden Era

Bugatti-მ ხელით მოხატული „ოქროს“ ჰიპერქარი Chiron Super Sport წარადგინა. სპეციალური პროგრამის Bugatti sur mesure-ს დახმარებით მომთხოვნ კლიენტებს ავტომობილის შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კლიენტის შეკვეთით შეიქმნა პროექტი Golden Era, რომელსაც მთელი 2 წელი დასჭირდა, მხოლოდ 400 საათი ავტომობილის ორივე ნაწილის ხელით გაფორმებას მოხმარდა. Bugatti ირწმუნება, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ინდივიდუალური პროექტია, რომელიც კი კომპანიას ოდესმე განუხორციელებია.

ჰიპერქარის ძარა ორ ფერშია შესრულებული: შავი Nocturne Black და ოქროსფერი Dore. მგზავრის მხრიდან ისტორიული მოდელის 26 ცალი ესკიზია დატანილი , მძღოლის მხრიდან კი 19 ესკიზი თანამედროვე ეპოქას აღნიშნავს.

ხელოვანის ხელი მოხვდა სალონსაც. კარის ყველა პანელზე სამი Bugatti – EB110, Veyron და Chiron-ია დახატული, თანაც ხელით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები