LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti Chiron-მა სიჩქარის რეკორდი მოხსნა (ვიდეო)

147
e44c1f73e6edeec1bcd358bd2b3042593c1a2607

კომპანია Bugatti ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მისმა Chron-მა 490,484 კმ/სთ განავითარა. მსვლელობის დროს ჰიპერქარს ცნობილი პილოტი ენდი უოლესი მართავდა.

Bugatti Chiron 1500 ძალის W16 ძრავითაა უზრუნველყოფილი, 8 ლიტრის მოცულობის აგრეგატის მაქსიმალური სიჩქარე იდეაში 420 კმ.სთ-ია. თუმცა, ჰიპერქარმა ოფიციალური მაჩვენებლის გაუმჯობესება შეძლო და თუ როგორ მოახერხა ეს ამას მწარმოებელი უახლოს მომავალში დააზუსტებს.

როგორც ბრენდის პრეზიდენტი აცხადებს, Bugatti გახდა პირველი კონცერნი, რომელმაც ასეთი შთამბეჭდავი შედეგის დაფიქსირება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის შემოდგომაზე ხუან-პაბლო მონოიამ Bugatti Chiron-ის საჭესთან კიდევ ერთი რეკორდის დაფიქსირება შეძლო, მან საათში 400 კმ. განავითარა და საბოლოო დამუხრუჭებას მხოლოდ 42 წამი დასჭირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g