LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti დუბაიში ბრენდირებულ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

14
bugatti

ეს ბრენდი ცხადია ასოცირდება ფუფუნებასთან, სიმდიდრესთან, უზარმაზარ კომფორტთან და რა საკვირველია სიჩქარესთან.

მიუხედავად იმისა რომ ბუგატის რთული ბედი ხვდა წილად და მისი განვითარების ისტორია დაბრკოლებებით იყო აღსავსე, ბუგატის სახლი კვლავაც ცოცხალია და ყოველთვის მაღალ ხარისხთან ასოცირდება. ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და სწრაფი ავტომობილია რომლის ლეგენდაც მე 19 საუკუნის ბოლოს დაიწყო და დღესაც გრძელდება.

რაც შეეხება კონკრეტულად ბუგატის საცოხვრებელ კომპლექსს, პროექტის პარტნიორია Binghatti, ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. კომპანია სპეციალიზირებულია პრემიუმ საცხოვრებლებზე და ცნობილია რთული არქიტექტურული ფორმების შექმნით.

კომპლექსში ფართის შეძენის მსურველებს, ჰიპერქარისგან შთაგონებულ დიზაინსა და დეკორაციას ჰპირდებიან.

ეს არის უნიკალურ და დახვეწილი არქიტექტურა. ბრწყინვალება, რომლისკენაც ბრენდი მთელი თავისი არსებობის მანძილზე ისწრაფვის.

ჯერ კიდევ Veyron-ის დროს ბუგატის მფლობელი, საშუალოდ ფლობდა  200 მილიონ დოლარიან ქონებას. მას ჰყავდა 84 ავტომობილი, სამი თვითმფრინავი და იახტა.

Bugatti სტილით ცხოვრება ყოველთვის ნიშნავს საუკეთესოთი ტკბობას. ბრენდს, მაგალითად, აქვს ავეჯის საკუთარი ხაზი, რომელიც შექმნილია არქიტექტორ კარლო კოლომბოსთან და სამრეწველო დიზაინერ ტოან ნგუენთან თანამშრომლობით.

რამდენიმე წლის წინ კი დუბაიში დაფუძნებულ დეველოპერთან DAMAC Properties-თან ერთად, Bugatti-მ წარმოადგინა ETTORE 971 ვილის კონცეფცია, რომელიც მან დაასახელა, როგორც „კორპორატიული დიზაინის ენის არქიტექტურული ეკვივალენტი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები