LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti-მ 4 მილიონ დოლარიანი ჰიპერქარი თოვლში გამოცადა

155
orig

Bugatti Rimac-ის ხელმძღვანელმა მატე რიმაცმა გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, რომელიც Bugatti Tourbillon-ის მინიმუმ 4 მილიონი დოლარის ღირებულების უახლესი ჰიპერქარის – ტესტირების უჩვეულო ეტაპს ასახავს. გამოცდები ხორვატიის თოვლიან მთებში მიმდინარეობს, სადაც ჰიპერქარის ორ პროტოტიპს არასტანდარტულ საგზაო პირობებთან მოუწია შეჯახება. გამოცემა Carscoops წერს, რომ ერთ-ერთი Tourbillon იმდენად ჩაეფლო თოვლში, რომ მისი ამოტანა გახდა საჭირო.

მატე რიმაცის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო საშუალებას იძლევა შეფასდეს არა მხოლოდ რთული პირობები, რომელშიც Tourbillon-ს ტესტავენ, არამედ სატესტო ავტომობილების ინტერიერიც. კადრებიდან ჩანს, რომ ისინი პრაქტიკულად იდენტურია სერიული ჰიპერქარების სალონებისა. დეტალურადაა ნაჩვენები საჭე, მის ცენტრალურ ნაწილზე განთავსებული ანალოგიური ინსტრუმენტების პანელი უჩვეულო ფერის განათებით და ცენტრალური კონსოლი. ვიდეოდან ასევე ირკვევა, რომ ტესტირებაში თავად კომპანიის ხელმძღვანელიც მონაწილეობს.

ვიდეოში ნაჩვენებ ერთ-ერთ პროტოტიპს ბორტზე დატანილი აქვს ნომერი VP1. სწორედ ეს ავტომობილია აღბეჭდილი პაპარაცულ ფოტოზე, სადაც ის სველ თოვლშია ჩარჩენილი. ჯერჯერობით უცნობია, ეს ზედმეტად აგრესიული მართვის შედეგი იყო თუ, მაგალითად, ჰიპერქარი გზაზე მომუშავე ტექნიკამ დამატებით დაფარა.

Bugatti გეგმავს სერიული Tourbillon-ების მიწოდების დაწყებას 2026 წელს და ვიდეოს გამოჩენიდან ჩანს, რომ საგზაო ტესტები ჯერ დასრულებული არ არის. ახალი მოდელი პირველად 2024 წლის ზაფხულში წარადგინეს. Tourbillon აღჭურვილია სრულიად ახალი შასით და ჰიბრიდული ძალოვანი სისტემით, რომლის საფუძველსაც 8,3-ლიტრიანი V16 ძრავი წარმოადგენს, საერთო სიმძლავრით 1800 ცხენის ძალა. ოპტიმალურ პირობებში ჰიპერქარი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 2 წამში ახერხებს. სულ დაგეგმილია მხოლოდ 250 ასეთი კუპეს გამოშვება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები