ამერიკულმა კომპანი Palmer Johnson-მა Bugatti-სთან თანამშრომლობით სპორტული იახტა Niniette 66 შექმნა. ოცი მეტრის სიგრძის ,,მშვენიერება’’ შექმნილია ჰიპერქარ Chiron-ის სტილში. მისი სიჩქარე კი 80 კმ/სთ სიჩქარეზე მეტია.
ურთიერთთანამშრომლობა კომპანიებმა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყეს. ახალი სპორტული იახტა აღჭურვილია რვაცილინდრიანი გამწევით, რომელიც კომპანია MAN-ს ეკუთვნის. ასევე ხელმისაწვდომია 1000 ან 1200 სიმძლავრის ვარიანტები.
ამ ეტაპზე იახტის ოფიციალური ღირებულება არ სახელდება. თუ გავიხსენებთ Bugatti Chiron-სა და მის კოსმიურ ფასს – 2.4 მლნ. ევროს, მის სტილში შესრულებული ,,წყალმავალის” საბაზრო ღირებულება საკმაოდ ძვირი უნდა იყოს.