აშშ–ს საგზაო უსაფრთხოების სააგენტომ Bugatti-ს 77 ჰიპერქარი უკან გამოიწვია. სარემონტო სამუშაოები Chiron–ს, Chiron Sport–ს და Divo–ს შეეხება.
ფრანგული ჰიპერქარების უკან გამოწვევის კამპანია ორ ნაწილს მოიცავს. პირველ სიაში 2017–დან 2020 წლამდე გამოსული Bugatti Chiron–ის, Chiron Sport–ის და ასევე Divo–ს 73 ეგზემპლარი მოხვდა. ყველა მოდელს ელექტრონული სისტემის ხარვეზი აღმოაჩნდა. პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ გზის საფარის მკვეთრი ცვლილების დროს ავტომობილი შესაძლოა ავარიაში მოხვდეს. რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად ყველა ჰიპერქარს ელექტრონიკას განუახლებენ.
უკან გამოწვევის მეორე ეტაპი შეეხება 4 ცალ 2020 წლის Buggati Chiron–სა და Divo–ს. ამ ჰიპერქარებს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა აღმოუჩინეს. დაზიანებული ძარის გამო ავტომობილი ძალიან სუსტია და ექსტრემალური დატვირთვის შემთხვევაში შესაძლოა შუა გზაზეც კი დაიშალოს.
კომპანიის სპეციალისტები ყველა საჭირო დეტალს უფასოდ შეცვლიან და ამის შემდეგ ავტომობილებს მათ კანონიერ მფლობელებს დაუბრუნებენ.