გერმანული Bugatti და ხორვატიული Rimac გაერთიანდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ Bugatti თავის მთავარ ღირებულებებზე უარს იტყვის. ბრენდები თავის საწარმოო სივრცეებს შეინარჩუნებენ, თუმცა შტაბ–ბინა ერთი ექნებათ – Rimac Campus–ის კომპლექსის ტერიტორიაზე. ამასთან, Bugatti სამომავლოდ თავის სამოდელო ხაზს რამდენიმე საინტერესო სიახლით შეავსებს.
ხორვატიულ ელექტრომობილთა მწარმოებელთან გაერთიანების შემდეგ ფრანგული ბრენდი საერთოდაც არ ფიქრობს იმაზე, რომ შიდა წვის ძრავზე უარი თქვას. როგორც გამოცემა Autocar–ს Rimac–ის ხელმძღვანელმა უთხრა, Bugatti მომავალშიც დაუმოკიდებელ ბრენდად დარჩება და ფრანგული ემბლემის მქონე ხორვატიულ ელექტროქარებს ნამდვილად არ გამოუშვებს. პირველი ელექტრონული Bugatti სუფთა ფურცლიდან შეიქმნება.
პირველი „მწვანე“ Bugatti ათწლეულის ბოლომდე უნდა ვიხილოთ, ბრენდის მეორე მოდელი კი ჰიბრიდულ აგრეგატს მიიღებს. ჯერ–ჯერობით გაურკვეველია შეინარჩუნებს თუ არა ეს უკანასკნელი 8,0 ლიტრის მოცულობის W16 ძრავს, თუ სრულიად ახალ აგრეგატს მიიღებს.