LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Building Solutions – საქართველოში სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი მიღწევების და ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული კომპანია

942
Building Solutions

კომპანია „ბიესი“ (Building Solutions) 2008 წელს დაარსდა და მას შემდეგ ქართული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში. ის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

სოფო ბერიაშვილი, „ბიესის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

კომპანია„ბიესი“ ისეთი გლობალური ბრენდების ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია ქვეყანაში, როგორებიცაა: Sika, Jotun, Leister, Bekaert, Baumit, Rockwool და სხვა. ამ მაღალ ხარისხთან ასოცირებულ ბრენდებთან თანამშრომლობა ჩვენს გუნდს საშუალებას აძლევს, მომხმარებლებს სწორი გადაწყვეტილებები შევთავაზოთ. „ბიესი“ ასევე თანამშრომლობს ყველა მსხვილ დეველოპერულ კომპანიასთან საქართველოში, რისი წყალობითაც  ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მასშტაბურ პროექტში ვართ ჩართულები. შესაბამისად, კომპანიის პორტფოლიო მოიცავს მასშტაბურ საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს, ასევე, ინდუსტრიულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.

„ბიესს“ გააჩნია 2 ფილიალი – თბილისსა (ბელიაშვილის ქ. #134) და ბათუმში (ბაგრატიონის #63), სადაც მომხმარებელი ნათელ წარმოდგენას იქმნის ჩვენ შესახებ. ჰიდროსაიზოლაციო გადაწყვეტილებები, ინტერიერისა და ექსტერიერის საღებავები, ინდუსტრიული იატაკები, ბეტონის დანამატები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რომლებსაც ჩვენი კომპანია აერთიანებს.

ჩვენს მომხმარებელთან აქტიურად ვურთიერთობთ სოციალური ქსელების მეშვეობითაც, ამ პლატფორმებიდანაც ვაწვდით მათ ინფორმაციას ჩვენი პროდუქტებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ. ასევე გვაქვს ვებგვერდი, სადაც ჩვენი პროდუქტების თითქმის სრული ნუსხაა წარმოდგენილი.

„ბიესი“ ცდილობს, ხშირად ჩაერთოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ვიყავით ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი და მთავარი პარტნიორის „სითიზენის“ მიერ ორგანიზებული „თბილისის არქიტექტურის ფორუმის“ სპონსორები. ასევე ვმონაწილეობდით სამშენებლო გამოფენაში, რომელიც „ექსპო ჯორჯიაში“ ყოველწლიურად ტარდება. ჩვენს სტენდებთან პოტენციურ მომხმარებლებსა და პარტნიორებს შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს ახალ სერვისებს და იმ პროექტებს, რომლებშიც ვართ ჩართულნი.

 „ბიესი“ დღეს ზრდისა და განვითარების ეტაპზე გახლავთ, კომპანიაში უფრო და უფრო იზრდება კვალიფიციური კადრების რაოდენობაც – პერიოდულად გვაქვს გადამზადების კურსები როგორც ახალი, ასევე ძველი თანამშრომლებისთვის, რადგან სამშენებლო სფერო საკმაოდ სპეციფიკურია და კომპეტენციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ხარისხით და კომპეტენციით ვცდილობთ, ვიყოთ გამორჩეულები ბაზარზე და სრულყოფილი მხარდაჭერა გავუწიოთ ჩვენს მომხმარებლებს. ამასთან, ის ნდობა, რომელიც კომპანიის მიმართ არსებობს როგორც საერთაშორისო პარტნიორებში, ისე ადგილობრივ კომპანიებში, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ (სითიზენი, ბიოგრაფი, ანაგი, ჰილტონი, რედისონი, თიბისი, ორბი და სხვა), არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოსაფრთხილებელი.

რეზი ჯოლოგუა, „ბიესის“ ბრენდ მენეჯერი:

–  „ბიესის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჰიდროსაიზოლაციო გადაწყვეტილებები გახლავთ. მათზე მოთხოვნა ურბანულ განვითარებასთან ერთად გაიზარდა. რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სწორად წარიმართოს საიზოლაციო სამუშაოები, განსაკუთრებით საძირკველსა და სახურავზე (ასევე ტერასებთან, აუზებთან და ზოგადად, სველ წერტილებთან მიმართებით), შესაბამისი სტანდარტისა და ხარისხის პროდუქციით, რასაც ჩვენს შემთხვევაში შვეიცარიული ბრენდი Sika უზრუნველყოფს.

გარდა ფართო ასორტიმენტისა, მომხმარებლებსა და პარტნიორებს ტექნიკურ გადაწყვეტილებებსაც ვთავაზობთ – იქნება ეს ასორტიმენტიდან პროდუქციის სწორად შერჩევა, სამუშაოების დაგეგმვა, სამუშაოების კონტროლი და ა.შ. ერთი სიტყვით, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს მთელი პროცესის მომსახურებას – საწყისი ეტაპიდან სამუშაოების დასრულებამდე. აღსანიშნავია, რომ ამისთვის ვატარებთ ტრენინგებს ხელოსნებისთვის და ვცდილობთ, დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ მათაც ყველა იმ ინოვაციაზე, რომელიც ჰიდროსაიზოლაციო გადაწყვეტილებების მიმართულებით ინერგება.

 „ბიესის“ კიდევ ერთი გამორჩეული მიმართულებაა საღებავები. კომპანიის სწრაფვა ინოვაციებისკენ გამოიხატება რეცხვადი, ანტიბაქტერიული, ძლიერი ეპოქსიდური და სხვა არაერთი გამორჩეული ხაზის საღებავების ბაზრისთვის შეთავაზებითაც. ჩვენ ოფიციალური პარტნიორები ვართ საღებავების ნორვეგიული ბრენდისა Jotun. მას რამდენიმე ხაზი აქვს, თუმცა გამოვყოფ ინტერიერისა და ფასადის დეკორატიულ საღებავებს და ინდუსტრიულ ხაზს, სადაც ანტიკოროზიული და სამრეწველო ტიპის საღებავებია წარმოდგენილი. Jotun-ი გახლავთ 100 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ბევრი ღირსშესანიშნავი პროექტის პარტნიორია, მათ შორის შეგვიძლია ვახსენოთ ეიფელის კოშკი და ბურჯ ხალიფა. რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, რომ რიგით მომხმარებელსა თუ დიდ კომპანიას, ნებისმიერი პროექტისთვის გავუწიოთ სრულფასოვანი დახმარება და კონსულტაცია.

Dio magti 5g