ბუკა ნიკურაძის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოჯახი იაშვილის კლინიკის ექიმს, ასმათ შენგელაიას არასწორი დიაგნოზის დასმასა და მკურნალობაში ადანაშაულებს. პატარას ლეიკემიის დიაგნოზით მკურნალობდნენ. ამის შესახებ ბუკას დედამ „მიუზიკბოქსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ექიმი მას ეუბნებოდა, რომ ქიმიის შემდეგ „კოკა-კოლათი“ უნდა მოეშუშებინა დამწვრობები – „ბუკა ცუდად გახდა პირველივე ქიმიოთერაპიაზე. რეანიმაციაში ავიყვანეთ, ერთი კვირა არ ჭამდა, არ სვამდა, ტუჩებზე გაუჩნდა ნადები, ვიცოდი, რომ ქიმიოთერაპიისგან დამწვარი ჰქონდა, ასმათ შენგელაია გვეუბნებოდა, რომ „კოკა-კოლა“ უნდა დაგველევინებინა ბავშვისთვის. ყველა პაციენტს „კოკა-კოლა“ ყუთებით გველაგა ოთახში…“
როგორც ბუკას დედა აცხადებს, თურქეთში მას უთხრეს, რომ ბავშვს არა ლეიკემია, არამედ „აივ-ინფექცია“ სჭირდა.