ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სიახლეებს ყოველდღიურ რეჟიმში გვიზიარებს.
ბუკა პეტრიაშვილი ტრადიციას არც ამჯერად არღვევს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მორიგ პოსტში ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს უყრის თავს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სალამი მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN ორშაბათ დილას კვლავ გაახლებთ ახალ ამბებს რუსეთთან უკრაინის გმირული ბრძოლის შესახებ!
ჩვენების გენ.შტაბის მიერ მოწოდებული გუშინდელი სტატისტიკის მიხედვით, გუშინ დაფიქსირდა მკვდარი რუსების რეკორდი – 950 ორკი გამოასალმეს ჩვენებმა სიცოცხლეს და გაისტუმრეს დანიშნულებისამებრ!
გუშინ ხერსონის ოლქში ჩვენებმა ჩამოაგდეს 1 სუ-25 და ხარკოვის ოლქში 1 საბრძოლო ვერტმფრენი!
ურდო მანევრირებს ხერსონში! თან გააქვს არტილერია მდინარის მარჯვენა ნაპირიდან და თან ამზადებს თავდაცვის ზღუდეებს!
ზაპოროჟიესა და ხარკოვის მიმართულებაზე – უცვლელად!
დონცეკის მიმართულებაზე: ჩვენებმა ბახმუტის მიდამოებში გაარღვიეს ურდოს თავდაცვის ზღუდე და წინ წაიწიეს 3-5 კილომეტრით!
ურდო გვიტევს უჰლედარის მიმართულებით და დიდი მსხვერპლის მიუხედავად მოიწევს ჩვენი პოზიციებისკენ! პავლივკას შემოგარენში მიდის მძიმე ბრძოლები!
ლუჰანსკის მიმართულებაზე სვატოვო-კრემენნას ტრასის მიმდებარედ ჩვენები იკავებენ ახალ ტერიტორიებს და აგრძელებენ შეტევას!
ბელარუსში ბრესტის მიდამოებში ურდოს დიდი კონცენტრაციაა! აქვე გამოჩნდნენ კადიროველებიც! ამიტომ ჩვენებს უწევთ ამ მიმართულებაზე სერიოზული ძალების მობილიზება! ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ ურდო გადაწყვეტს შემოტევას, მათი სამიზნე იქნება კიდევ ერთი ატომური ელექტროსადგური, მაგრამ…. ბელარუსის საზღვართან პოლონეთის მხრიდან ასევე პოლონური ძალების დიდი რაოდენობაა მობილიზებული და არათუ არ გამორიცხავენ, არამედ ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ თუ ურდო ბელარუსებთან ერთად შემოიჭრება უკრაინაში, პოლონელები აუცილებლად ჩაერთვებიან საბრძოლო მოქმედებებში!
პუტლერი კი გავარდა ხორბლის დერეფნის შეთანხმებიდან, მაგრამ გუშინ უკრაინამ თურქეთთან და გაეროსთან მაინც შეათანხმა ხორბლით დატვირთული 14 გემის გადაადგილება დღეს, 31 ოქტომბერს! რაშკასტანი ინფორმირებულია ამის შესახებ! ვნახავთ, რამდენს გაბედავს დღეს ურდო!
პუილოს ჯაგლაგი ლავროვი იმეორებს და იმეორებს, კრემლი მზად არის უკრაინასთან მოსალაპარაკებლადო! არადა წესით ზამთარში ევროპის გაყინვას და შიშმილს უნდა ელოდებოდეს ეწვის პუტლერს, ეჩქარება, სანამ გაერღვევა ფრონტები ბოლომდე და აუმტუტდება სიტუაცია სახლში!
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებაში“
ევროპამ კი შეივსო გაზის საცავები გეგმის გადაჭარბებით და აგრძელებს უკრაინის მომარაგებას შეიარაღებით! იტალიამ, ფრანგებთან ერთად დამატებითი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ჩვენებისთბოს გადმოვემაზე მიიღო გადაწყვეტილება! ნამდვილად ყოჩაღად დაიწყო პრემიერობა ჯორჯა მელონიმ!
ნატოში ოფიციალურად გაწევრიანებისთანავე ფინეთი თანხმობაა მისცემს ალიანსს ბირთვული ძალების განთავსებაზე რაშკასტანის საზღვრის გაყოლებაზე! ამ მიმართულებით გაძლიერებას ელოდებიან ნატოს სხვა წევრი ქვეყნებიც, პირველ რიგში პოლონეთი!
ასე რომ, მიფარღალალებულ, იზოლირებულ პუტლერის ბოროტების იმპერიას გადარჩენის და უკრაინასთან გამარჯვების შანსი აქვს ნულს ქვემოთ!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – ტერორისტი პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ განადგურდება!
დიდება ქართველ გმირებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ჭედავენ ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალს! მადლობა და მარადიული ხსოვნა მათ სულებს! გამარჯვება, მხნეობა და ჯანმრთელობა ჩვენს მებრძოლებს უკრაინაში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.