LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკა პეტრიაშვილი: „გუდ ნიუსიც გვაქვს: 8 ცალ ნასამს-ს გადმოგვცემს ამერიკა! 2 ახლავე და 6 მოგვიანებით! ზელენსკი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონს შეხვდა! მოკლედ თუ გაჭირდა, ევროპა რევერსით მოაწვდის უკრაინას ელექტროენერგიას!“

64
BeFunky-collage (1)

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სიახლეებს ყოველდღიურ რეჟიმში გვიზიარებს.

ბუკა პეტრიაშვილი, ამჯერადაც, აქვეყნებს მორიგ პოსტს, სადაც ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს უყრის თავს.

„აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN დილიდან გაახლებთ ცხელ ცხელ ამბებს ყავასთან, ხოლო10.00 რადიო პალიტრას 103.9 არხზე “დილის საუბრებში” “რონდელის მსოფლიო რადარი” მოგიყვებათ სიახლეებს მსოფლიოში უფრო ვრცლად!

ვიცი, რომ ყველას გეჩქარებათ და გინდათ რომ დილა გათენდეს და გაიგოთ პუტლერის იმპერიის განადგურების შესახებ! მეც ძალიან!
აბა წარმოიდგინეთ უკრაინელებს როგორ უნდათ! ჰოდა იბრძვიან გმირულად მე-9 თვეა! მარტო ოქტომბრის თვეში 2 375 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნეს! წინ ნოემბერია! ამინდებიც დარეგულირდება და ახალი დიდი შედეგებიც იქნება!

მანამდე კი:
ხერსონის მიმართულებით ვითარება უცვლელია! ზაპოროჟიეში ასევე!
დონეცკში მოსცხეს ჩვენებმა ვოლნოვახაში სასტუმრო “ახტამარში” განთავსებულ კადიროველებს! წავიდნენ ბიჯები ….. იოსიას კონცერტზე! 10-მდე მძიმე ტექნიკა კი დატოვეს ადგილზე დაბუგულ-დაფერფლილი!
ჰაერშიც მოხვდათ ისევ გუშინ დონეცკის ოლქში – გუშინაც ერთი მი-8 დაუმიწეს სამისდღემჩიოდ ურდოს!
ბახმუტთან რომ მაგრად დგანან ჩვენები, ამაზე თვით პუტლერის პოვარი პრიგოჟინი ჭიკჭიკებს: მაგრები არიან უკრაინელები, მაგრად დგანანო, იმიტომ რომ ეგენიც სლავები არიან და ერთი ერი ვართო ???? უჰლედართანაც მაგრად დგანან ჩვენები! პავლივკას შემოგარენებს ვერ გადმოცდება ურდო! გადმოვა და მიიღებს კიდევ და კიდევ ასობით იღბლიან ბილეთს იოსიას კონცერტზე!
სხვათაშორის, ახლად მობილზებულების პირველი 101-ეული გაემგზავრა უკვე კობზონ ველიზე! აწი ნახეთ, ეს ასეულები რამდენჯერმე რო გაიზრდება!

პუტლერმა მობილიზაცია მოვრჩიო, ულვაშა პესკოვმა, არავითარი დოკუმენტი არაა საჭიროო! ???? არადა რაშკასტანში მაინც ლაპარაკობენ ჩმობილიზაციის მეორე ტალღაზე! ვერ იტყუებენ ეტყობა ხალხს უკან ???
ლუჰანსკში თვითონ ურდოსები წერენ გვიჭირს მაგრა უკრაინელების შეკავება სვატოვო-კრემენნას მიმართულებაზეო!
პუტლერის მორიგი ცირკი: შავი ზღვის ფლოტის!!!!!!! უსაფრთხოების გარანტიები მომცეს უკრაინამ, თორემ ხორბალს არ გავატარებო! ერდომ, გემები ჩემი დროშით დაცურავს და თუ ბიჭი ხარ, ესროლეო! მოკლედ გუშინაც გავიდა და ხვალაც გავა უკრაინული პორტებიდან უკრაინული ხორბალი! პუტლერ ეი ფრუ ცუცუუნ ????
ბედ ნიუსი: ირანი ურდოს 1000-მდე ბალისტიკური “მიწა-მიწა” ტიპის რაკეტის მისაწოდებლად მზადაა! აი უნდა დაუყენო ეგ “ფათეჰ 110” და “ზოლფაგარი” ბაირამ დუდუკში მიმღებსაც და მიმწოდებელსაც!

სამაგიეროდ გუდ ნიუსიც გვაქვს: 8 ცალ ნასამს-ს გადმოგვცემს ამერიკა! 2 ახლავე და 6 მოგვიანებით!
რა მაგის პასუხია და საუდის არაბეთმა ამერიკას აცნობა 48 საათში ირანი გეგმავს სამწფის ტერიტორიაზე შეტევის მიტანას! თვით საუდების ჰსთ სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია, აგრეთვე ამერიკული კონტიგენტიც!ებუჯო ნეთანიაჰუს მთავრობის ჩამოყალიბება მაინც დააცადეთ! მოკლედ, ამაზწ ვრცლად “რონდელის მსოფლიო რადარზე”!

გუშინ კი ზელენსკი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონს შეხვდა! მოკლედ თუ გაჭირდა, ევროპა რევერსით მოაწვდის უკრაინას ელექტროენერგიას! ზელენსკიმ ასევე შეთავაზა, “ენერგო რამშტაინი”-ს ფორმატი შეიქმნას და აქ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის აუცილებელი მოწყობილიბების მოწოდებაზე იყოს საუბარი!

უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ განადგურდება!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g