LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთის პროკურატურამ სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 5 პირს ბრალი ტერაქტების მხარდაჭერისთვის წარუდგინა

90
AW758524_17

ბულგარეთის პროკურატურამ 13 ნოემბერს სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 5 პირს ბრალი ტერორისტული აქტების მხარდაჭერისთვის წარუდგინა.

“ბრალდება ხუთ ადამიანს აქვს წაყენებული. ბრალდება ორგვარია – სხვა ქვეყანაში ტერორისტული აქტების მხარდაჭერა, კერძოდ, სტამბოლში მომხდარი თავდასხმა და ადამიანებით ვაჭრობა”, – განაცხადა ბულგარეთის მთავარმა პროკურორმა, ივან გეშევმა.

მისი თქმით, თურქეთის პროკურატურამ უკვე მოითხოვა ზოგიერთი ეჭვმიტანილის ექსტრადირება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, თურქეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა აფეთქებაში ეჭვმიტანილ 17 ადამიანს, მათ შორის პირს, რომელმაც სტამბოლის ცენტრში ბომბი დადო.

13 ნოემბერს, სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80-ზე მეტი კი – დაშავდა.

თურქეთის თანახმად, სტამბოლის ცენტრში, ისთიქლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ორგანიზების ბრძანება გაცემული იყო სირიის ქალაქ კობანიდან, შემსრულებელი კი, თურქეთში ჩავიდა ქალაქ აფრინიდან. სირიის ამ ქალაქებში მოქმედებენ ქურთების გასამხედროებული დაჯგუფებები, რომლებსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g