ბულგარეთში გაიხსნა აკადემია, სადაც მწყემსის პროფესიას შეასწავლიან.
იდეის ავტორთა ჩანაფიქრით, კურსი უძველესი პროფესიის შენარჩუნების საშუალება იქნება და ასევე სხვადასხვა უნიკალური სახეობების გადარჩენასაც შეუწყობს ხელს. საუბარია, მაგალითად თხებზე რომლებიც მხოლოდ მთებში ბინადრობენ და ეკოსისტემის ბალანსის შენარჩუნებას უწყობენ ხელს. ბუნებრივია, ფერმების რაოდენობის შემცირების გამო ცხოველთა რიცხვიც მუდმივად იკლებს.
მწყემსის პროფესიონალური უნარები წარსულში მამიდან შვილს გადაეცემოდა, დღესდღეობით კი ამ პროფესიის დაუფლება თითქმის შეუძლებელია. აკადემიაში სტუდენტებს მეცხოველეობის ისტორიას შეასწავლიან, ასწავლიან როგორ მოუარონ და მოწველონ ცხვრები და სწორად როგორ დაალაგონ ფერმები.
სასწავლებელი ბულგარეთის მაღალ მთებშია განთავსებული და პირველ კლასში უკვე ჩაეწერა 20 ზრდასრული და 8 ბავშვი.