LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთში შესვლის წესები შეიცვალა: საქართველო რჩება „წითელ ზონაში“

114
africa-starts-opening-airspace-even-as-covid-19-cases-climb

2022 წლის 7 იანვრიდან, ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოსვლის წესები იცვლება. ბულგარეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

„ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 5 იანვრის ბრძანების თანახმად, საქართველოდან ისევ იკრძალება შემოსვლა ბულგარეთის ტერიტორიაზე. საქართველო რჩება „წითელ ზონაში“. „წითელი ზონის“ ქვეყნებიდან შემოსვლა აკრძალულია, გარდა შემდეგი გამონაკლისი შემთხვევებისა:

– ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ან/და ბინადრობის უფლების მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები;

– სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, საკუთარი პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად შემოსვლის შემთხვევაში;

– მედიკამენტების და სხვა სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მოწოდებით დაკავებული პირები;

– სახელმწიფო პირები (ქვეყნის მეთაურები, სახელმწიფო დელეგაციების წევრები), დიპლომატები და საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ტექნიკური პერსონალი (მათი ოჯახის წევრებით), ჰუმანიტარული და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად შემოსვლისას;

– ჰუმანიტარული მიზნებით მოგზაური პირები;

– სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის სფეროს სეზონური მუშაკები;

– უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მისაღებად, ბულგარეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული აღნიშნულის დამადასტურებელი წერილით;

– ბულგარეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული პირები, D კატეგორიის სასწავლო ვიზით;

– ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის მიერ ქვეყანაში შემოსვლაზე გაცემული წერილობითი ნებართვის მქონე პირები.

გამონაკლისების სიაში მყოფ პირებს, ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოსასვლელად მოეთხოვებათ ვაქცინაციის სერტიფიკატის ან COVID-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტულად გავლა ნებადართულია. ამ შემთხვევაში, COVID-19-თან დაკავშირებული დოკუმენტების (სერტიფიკატი/PCR) წარმოდგენა არ მოითხოვება. რეგულაცია ძალაშია 07.01.2022-დან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g