LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთში წმინდა ცეცხლს არ ჩააბრძანებენ: ხარჯი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს გადაეცემა

136
55

ბულგარეთის მთავრობისა და ეკლესიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, წელს წმინდა ცეცხლს ბულგარეთში არ ჩააბრძანებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცნობილია, რომ უნეტარეს პატრიარქ ნეოფიტეს კურთხევით ის ხარჯი და ფინანსები, რაც წმინდა ცეცხლის ჩამობრძანებისთვის უნდა გაღებულიყო, ჯანდაცვის სამინისტროს და კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს გადაეცემა.

ამასთან ბულგარეთის პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღდგომის ღამეს ტაძრები არ დაკეტოს.

„თქვენ გინდათ, მე ეკლესიის კარები დავკეტო, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ. არიან ადამიანები, ვისთვისაც ამ დღესასწაულზე ეკლესიაში მისვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მონღოლების მონობისგან ეკლესიამ გვიხსნა. დისციპლინით ყველაფერს შევძლებთ. მე არ შემიძლია, ტაძრებში პოლიციასთან ერთად მივიდე და კარი ჩავკეტო“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა.

წმინდა ცეცხლი საქართველოში 18 აპრილს ჩამოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g