LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულიმია

61
ბულიმია

ბულიმია –დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ვლინდება გაუკონტოლებელ ჭამაში. დაავადება წარმოადგენს აკვიატებას ერთ-ერთი სახეობის საკვებთან მიამართებაში. ყველაზე ხშირად ბულიმიით დაავადებული არიან ქალები. დაავადება ყველაზე ხშირად წარმოიშობა ფსიქიკური დარღვევების შედეგად, რაც დაკავშირებულია ემოციონალურ მდოგმაროებასთან. ბულიმიის სხვა მიზეზებია: თავის ტვინის ქერქის კვებითი ცენტრის დაზიანება; ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები: საკვების ჭარბად მოხმარება, სწრაფი ჭამა, ცუდი ღეჭვა და ყლაპვა; ყოველი ჭამის შემდეგ გულისრევა; წონის ხშირი ცვლილება; ჩაკეტილობა; საერთო სისუსტე; ხშირი ფარინგიტი, ანგინა; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები; დერმატიტისკენ მიდრეკილება; სტომატოლოგიური დაავადებები; ნერწყვის ჭარბი გამოყოფა; კანის გამოშრობა.

იმისათვის, რომ მოხდეს დაავადების დიაგნოსტიკა, ექიმი-ფსიქოთერაპევტი ატარებს პაციენტის საერთო დათვალიერებას და იკვლევს დაავადების კლინიკურ ნიშნებს. დამატებით რეკომენდებულია ასევე ექიმ-სტომატოლოგთან და გასტროენტეროლოგთან გამოკვლევა. დაავადების მკურნალობა მოიცავს: ანტიდეპრესანტებს; ფსიქოთერაპიის სეანსებს; სპეციალურ დიეტას; არსებული ფიზიოლოგიური პათოლოგიების მკურნალობა. იმისათვის, რომ საბოლოოდ გაირკვეს, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ბულიმიას, პაციენტებმა უნდა დაიცვან სპეციალური დიეტა – მიიღონ საკვების შეზღუდული რაოდენობა დროის ერთი და იგივე მონაკვეთებში. პროდუქტი მდიდარი უნდა იყოს სახამებლით და ცილებით. თუ მკურნალობა მიმდინარეობს სტაციონარში, მედპერსონალმა უნდა გამორიცხოს საკვების მიღების შემდეგ ღებინება. თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს ისეთი სახის გართულებები, როგორიცაა: პაროდონტიტი, პაროდონტოზი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა; გასტრიტი, ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება, ქრონიკული ყაბზობა, ჰიპოტირეოზი, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა; შიდა სისხლდენა.

დაავადების გართულების შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სუიციდის ფაქტს.

რისკის ჯგუფში შედიან: ქალბატონები 15-16, 22-25, 27-30 წლის ასაკში; ასევე გამხდარი ქალბატონები. დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია მშობლებმა განუვითარონ ბავშვებს სწორი თვითშეფასება, არ გამოიყენონ საკვები დასჯის ან წახალისების მიზნით; მოზარდობის ასაკში ბალანსირებული კვების დაცვა (მრავალფეროვანი და ვიტამინებით მდიდარი საკვების გამოყენება), ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები