მსახიობი, იუმორისტი და ილუზიონისტი გია ფარადაშვილი სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ ის და თავისი მეუღლე საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდნენ.
„ჩვენს შორის 27 წელია სხვაობა და ციფრებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე, მასაც ძალიან ვუყვარვარ. რამდენიმე დღეში 67 წლის ვხდები, ახლაც შემიძლია ავდგე და ჰაერში ვიფრინო, არ ვუყურებ წლებს, ყველას ვეუბნები 36-37 წლის ვარ -მეთქი. 25 წელია ცოლ-ქმარი ვართ.
მაყურებელმა ვერ გაიგო, მე და ირინკამ ხელი მოვაწერეთ და ჯვარიც დავიწერეთ, მაშინ როცა ირინკა გახდა სრულწლოვანი. მე ეს ბულინგი განვიცადე, რადგან ჩემთვის ასეთი რაღაც არავის, არასოდეს გაუბედავს. ყველა ჩემმა მეგობარმა იცი, რომ სადაც მე ვარ იქ არის ჩემი ირინკა, შეიძლება ითქვას რომ პლანეტაზე მე მგონი ერთადერთი კაცი ვარ, ვინც მეუღლეს არ უღალატა“, – საუბრობს გია ფარადაშვილი.