ბათუმს პანდემია ნაკლებად ეტყობა. წელს, ისევე, როგორც სხვა წლებში, დილიდან ბულვარში უამრავი ხალხია, თან მათ შორის არიან უცხოეთის მოქალაქეებიც.
საქართველოში სულ 6500 სამშენებლო კომპანიაა რეგისტრირებული. 2017 წელს, 10 500-მდე მშენებლობის ნებართვა გაიცა. აქედან სულ დასრულდა 2 922 შენობა, რომელთაგან ყველაზე მეტი – 860 დედაქალაქშია აშენებული. მშენებლობა უკვე წლებია საქართველოში ყველაზე მომგებიანი სფეროა. სწორედ ამიტომ, სიმწვანის ბეტონის კორპუსებით ჩანაცვლებას ხელს ვერაფერი უშლის. ვინ ყიდულობს ამდენ საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართს და რამდენად შეიცვალა ბოლო პერიოდში ბაზარზე […]
ვინ ყიდის და ყიდულობს ბინებს საქართველოში
მართალია მარტის შემდეგ საზღვრები დაკეტილია, თუმცა როგორც ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, უცხოელების ნაწილი მანამდე ჩავიდა ბათუმში და ჩარჩა. ნაწილი კი უკვე ბათუმელად მკვიდრდება [ძირითადად რუსები]. მათ ქალაქში ბინები შეიძინეს და მუდმივი მაცხოვრებლები გახდნენ.
ფოტოები “ფორტუნას” ბათუმის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიაწოდა. ფოტოები დილის 8:00 საათზეა გადაღებული.