LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნების ხედებს, მაშინაც კი როცა ეკრანზე უყურებთ, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს

104
Screenshot 2025-04-07 193254

პეიზაჟები ისევე მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი წამალი, მაშინაც კი როცა ადამიანი ბუნებაში არ იმყოფება და მათ ეკრანზე უყურებს. როგორც ავსტრიელმა, გერმანელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ბუნების ხედებით 5 წუთიანი ვიდეოს ყურება, ტკივილის ინტენსივობას ამცირებს. თანაც საუბარია როგორც მის სუბიექტურ შეფასებაზე, ასევე ობიექტურზე, წერს Earth.com.

ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილეებმა უყურეს ვიდეოს ქალაქისა და ბუნების პეიზაჟებით და შესაბამისი ხმებით. ყოველი ვიდეოს შემდეგ მოხალისეებს დენს ურტყამდნენ და ტკივილის ინტენსივობის შესახებ კომენტარის გაკეთებას სთხოვდნენ, ამ დროს ტვინში ნეირონთა აქტივობასაც აკვირდებოდნენ.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ბუნების ხედები ისევე მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი. ისინი ტვინის იმ ზონების აქტივობას ამცირებენ, რომელიც ტკივილის სიგნალებზეა პასუხისმგებელი.

მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ საქმე სწორედ ბუნების პეიზაჟის დადებით ეფექტშია. ერთ-ერთი ჰიპოთეზით, ლამაზი ხედი იმდენად შთამაგონებელ ეფექტს ახდენს, რომ ტკივილზე კონცენტრაცია მცირდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პოლონეთის საავადმყოფოებში ბუნებაში თერაპიები დაამატეს და საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები