ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში UFC- ის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და სასიხარულო ამბავზე წერს.
„ფონდის დახმარების ცენტრში მერაბ დვალიშვილის მოულოდნელმა სტუმრობამ ძალიან გაგვახარა!
UFC- ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი სუპერ მსუბუქ წონაში, ბუნებითაც ჩემპიონი ყოფილა – დრო უშურველად დაგვითმო – შეგვაქო, მოგვესიყვარულა, დაგვასაჩუქრა, ჩვენი ფონდის შვილობილების კეთილი ნების ელჩის მოვალეობა სიხარულით და სიამაყით იტვირთა და ამ საპატიო მოვალეობის პირნათლად შესრულება აღგვითქვა!
უფლის წყალობით, ულევი გამარჯვება შენ, ჩვენო ჩემპიონო მერაბ!“, – წერს ბერი ანდრიას ფონდი.

