LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნებრივი აირით რუსთავში ოთხი ადამიანი მოიწამლა

86
FORTUNA.GE-

რუსთავში, ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა.

როგორც “ფორტუნას” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, მოწამლულია ორი მცირეწლოვანი და ორი ზრდასრული ადამიანი.

ინტოქსიკაციის ფაქტი დღეს დილით რუსთავის მეშვიდე მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში დაფიქსირდა.

ბუნებრივი აირით მოწამლული ოთხივე ადამიანი კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი გაზდანადგარიდან ბუნებრივი აირის ნამწვის საცხოვრებელ ფართში გაჟონვა გახდა.

პოპულარულები