„საქართველო ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის რეფორმას იწყებს,“ – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, რეფორმაზე მუშაობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით იწყება.
„ახალი რეფორმა ჩვენი წიაღის უფრო ეფექტურად გამოყენების დაბალანსებულ მიდგომას ითვალისწინებს ისე, რომ გარემოსდაცვითი ასპექტები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ამ საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით და შემდეგი ეტაპი იქნება საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელოვნად შეცვლა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, მათ შორის, მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ეს ბუნებრივი რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ჩართოს,“ – განაცხადა პრემიერმა.