სახალხო დამცველის მოადგილე და ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ბურჯანაძე ნინო ლომჯარიას მადლობას უხდის.
ამის შესახებ ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ლომჯარიასთან თანამშრომლობა მისთვის დიდი პატივი იყო.
„ძალიან ბედნიერი ვარ რომ 5 წლის წინ დავთანხმდი საქართველოს მე-6 სახალხო დამცველის მოადგილეობას.
მადლობა მას პიროვნული მაგალითისთვის, შეუპოვრობისთვის, მამაცობისთვის და სწორ გზაზე სიარულისთვის.
დიდი პატივი იყო თქვენი მოადგილეობა ქ-ნო სახალხო დამცველო,” – წერს გიორგი ბურჯანაძე.
ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა.