LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბუსა ჟვანია ქვეყნიდან არ არის გასული ოფიციალურად“ – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორი

392
Untitled design

„გაირკვა, რომ ბესარიონ ჟვანიას საზღვარი ოფიციალურად არ გადაუკვეთავს, ამიტომ შესაძლოა, ის საქართველოშიც იყოს, ან საზღვარი ფარულად დატოვა. ყოფილი პრემიერ მინისტრის შვილი სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც მასზე ძებნა ოფიციალურად გამოცხადდება“, – ამის შესახებ განცხადება „ფორმულასთან“ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გააკეთა. გიორგი შაიშმელაშვილის განცხადებით, არ იცის სად იმყოფება ჟვანია.

ბუსა ჟვანია ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟია. ის ძმებ კაკულიებთან ერთად გასულ კვირას ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზატორად დასახელდა. მასზე ძებნაა გამოცხადებული და ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი.

ნიკო კვარაცხელიას დედა – ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას“ – საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის მისი დედა

ნინო ქადაგიძე-ჟვანია: „ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – არ უარვყოფთ, რომ კაკულიას მეგობარი იყო, მაგრამ ადამიანს ასეთი რამ დააბრალო, მეორე ტრაგედიაა“

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბუსა ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g