LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Business Follower- ინოვაციური პლატფორმა, რომელიც საქართველოში ბიზნესის ტენდენციებს გაგაცნობთ

88

29 სექტემბერს, სასტუმროში Holiday Inn Tbilisi, ბიას ახალი ბრენდის, Business Follower-ის პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს გააცნეს ახალი, ინოვაციური პლატფორმა საქართველოში, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი შეძლებს მარტივად, რეალურ დროში თვალი ადევნოს ინფორმაციას ბიზნესის შესახებ, გაავრცელოს და აკონტროლოს მედიაში გავრცელებული ახალი ამბები საკუთარი კომპანიის შესახებ.

პრეზენტაციაზე, პროექტის ავტორებმა ისაუბრეს მედიის მონიტორინგის ახალ ინსტრუმენტზე, რომელიც მომხმარებელს რეალურ დროში ინფორმაციის კონტროლისა და კონტენტ ანალიზის გამარტივების საშუალებას აძლევს.

Follower-ი ახალი ონლაინ პლატფორმაა კომპანიის მენეჯერებისთვის, მარკეტერებისთვის, პიარ სპეციალისტებისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს, გაეცნოს ბიზნესის ტენდენციებს საქართველოში.

www.follower.ge შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, გაეცნონ 100-ზე მეტ ონლაინ სააგენტოში განთავსებულ ინფორმაციას იმ 35 000-ზე მეტი აქტიური კომპანიის შესახებ, რომელიც ბიას ონლაინ ბაზაშია განთავსებული. პლატფორმაზე ინფორმაცია თავმოყრილი და დახარისხებულია 40-მდე კატეგორიის მიხედვით, რაც მარტივად გაფილტვრის საშუალებას იძლევა.

პლატფორმაზე თითოეული კომპანიისთვის შექმნილია პროფილი, სადაც თავმოყრილი და დროის მიხედვით დახარისხებულია მის შესახებ მედიაში გავრცელებული ყველა ახალი ამბავი. კომპანიის შესახებ სიახლეები პარალელურად განთავსდება ბიას ვებგვერდზე, კომპანიის ბიზნეს პროფილზე.

Follower-ის ვებგვერდზე გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც დროის დაზოგვის, ანალიზის გამარტივებისა და ბიზნესის რესურსების ეფექტურად გამოყენებისთვის შეიქმნა.

შეგახსენებთ, ბია – ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ბიზნეს  ინფორმაციის შექმნას და დამუშავებას  ემსახურება. 15 წლის განმავლობაში, ბიამ ბაზარზე ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ბიზნეს ინფორმაციის დარგის ნოვატორმა კომპანიამ. ბია ფლობს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების ყველაზე დიდ და მუდმივად განახლებად ონლაინ მონაცემთა ბაზას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g