ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ქვეყნებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენება უნდა გადადონ და პრიორიტეტი იმ ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპის გაზრდას უნდა მიენიჭოს, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 1-2% პროცენტია აცრილი.
„თუკი მსოფლიოში ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, შესაძლოა, კორონავირუსის უფრო ძლიერი ვარიანტები გაჩნდეს. „ბუსტერ“ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინები იმ ქვეყნებს უნდა გადაეცეთ, სადაც მოსახლეობას ჯერ კიდევ პირველი და მეორე დოზა არ მიუღია“, – აღნიშნა ჯანმო-ს ხელძღვანელმა.
როგორც ჯანმოს ხელმძღვანელი ამბობს, ჯერ კიდევ მიმდინარეობს კამათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა დამატებითი დოზა ეფექტიანი.
„მიმდინარეობს კამათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა “ბუსტერ” დოზა ეფექტიანი. მათ, ვისი იმუნური სისტემაც დაქვეითებულია, უნდა მიიღონ დამატებითი დოზა, თუმცა ისინი წარმოადგენენ მოსახლეობის მხოლოდ მცირე პროცენტს“,- განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.